მხოლოდ ბიდისი აკადემიაში გეძლევათ შესაძლებლობა სასტუმროების მენეჯმენტის შემსწავლელ ტრეინინგ კურსების გავლის შემდეგ სტაჯირება გაიაროთ რესტორან ,,ძველ მეტეხში».
კურსის მიზაია:
ქართული სასტუმროების მომსახურე პერსონალის გადამზადება სასტუმროს მენეჯმენტის საერთაშორისო მოთხოვნებისა და სტანდარტების შესაბამისად, ასევე სასტუმროში დასაქმების მსურველების სრული თეორიული და პრაქტიკული მომზადება.
კურსის მიზანია:
სასტუმროს მენეჯმენტის ეფექტურად ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს ადგილობრივი ტურიზმის განვითარებას, „ბაზარზე“ არსებულ კონკურენტულ გარემოსა და საერთაშორისო გამოწვევებს, მიმდინარე საკითხების გათვალისწინება იძლევა საშუალებას სწორედ დაიგეგმოს სასტუმროს სამოქმედო გეგმები წარმოების მომსახურეობის ეფექტურობის მუდმივი ამაღლებისთვის.
სასტუმროს მენეჯმენტის კურსი მოიცავს:
სტუმართ მომსახურების ინდუსტრიის შესავალი და თანამედროვე სასტუმროს შესახებ.
სასტუმრო მეურნეობის საკანონმდებლო საფუძვლები: სასტუმრო კონტრაქტები,სასტუმროსა და ტურ სააგენტოს შორის ურთიერთობათა კოდექსი, საერთაშორისო სასტუმრო წესები.
მარკეტინგი: ბაზრის სეგმენტაცია, მარკეტინგის სტრატეგიები და ტექნოლოგიები, მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა სასტუმროსPსაქიანობას.
სასტუმრო ბიზნესის ორგანიზაციული მოდელები, ფრანჩაიზინგის სისტემა, განთავსების საშუალებათა და სასტუმროთა არსებული კლასიფიკაცია, ტიპოლოგია, ნომრების ფონდი, სტანდარტიზაცია და ხარისხის მართვის სისტემა.
პერსონალი და მისი მართვის ფუნქციები და ყველა ძირითადი სამსახური.
სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნები და სათავსების მოვლა-პატრონობის საკითხი, აგრეთვე, თეთრეულის მეურნეობის მოვლა-პატრონობა და სანიტარულ-ტექნიკურ დანადგარები.
პერსონალის მართვა, განათლების სისტემა, კონფლიქტების მართვა, მოტივაციის სისტემა და “ფეხისქირა”.
შიდა საორგანიზაციო ნორმატიული დოკუმენტები, თანამდებობროვი ინსტრუქციები, სასტუმროს მუშაკთა ფუნქციური მოვალეობები.
აღრიცხვა და სასტუმროს კომპიუტერიზაცია, ინტერნეტ ჯავშნის სისტემები
სტრატეგიული თამაშები.
კურსის დასრულების შემდეგ მსმენელი შესაძლებლობა ეძლევა სტაჯირება გაიაროს რესტორან ძველ მეტეხში
მიღება მიმიდნარეობს წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე. თქვენ გეძლევათ დასაქმების რეალური შესაძლებლობა,
ბიდისი აკადემია გთავაზობთ ,,ტურიზმის მენეჯმენტის“ შემსწავლელ ტრეინინგ-კურსებს
კურსის მიზანია;
ტურისტულ დაწესებულებებში მენეჯერების და ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანების პროფესიული გადამზადება.
ტურიზმის განვითარება საქართველოში პრიორიტეტია, ამიტომ დიდია მოთხოვნა მაღალკვალიფიციურ, პროფესიონალურ კადრებზე. კურსის გავლის შემდეგ თქვენ მიიღებთ სათანადო ცოდნას და გამოცდილებას ტურიზმის სფეროში, რომელიც დაგეხმარებათ რომ დასაქმდეთ ტურისტულ კომპანიებში ან შექმნათ საკუთარი ტურისტული ბიზნესი.
კურსი მომიცავს:
ტურისტული საქმიანობის მართვისა და ორგანიზაციის საკითხები.
განხილულია მოგზაურობის ისტორია, ტურიზმის ინდუსტრიისა და ტურისტული ბიზნესის ჩამოყალიბების ძირითადი ეტაპები, ტურიზმის სტრუქტურა, სუბიექტები, ძირითადი ცნებები და ტერმინები; ტურიზმის სახეები, მიმართულებები და ტურიზმის ბიზნესის თანამედროვე პრაქტიკა; მსოფლიო ტურისტული რეგიონები;
(ტუროპერატორების, სააგენტოების) საქმიანობის, ტურისტული მომსახურების დარგების (განთავსებისა და კვების ინდუსტრიის, სატრანსპორტო გადაზიდვების, გართობის, შემეცნებისა და დასვენების ინდუსტრიის) თავისებურებებს, ტურისტულ ინფრასტრუქტურას; თანამედროვე ტურისტული მარკეტინგის ცალკეულ საკითხებს.
გაეცნობიან მსოფლიოს უმთავრეს ტურისტულ ცენტრებს, საერთაშორისო ტურიზმში საფინანსო-ეკონომიკური ურთიერთობების ძირითად მაჩვენებლებს, წესებსა და ჩვეულებებს. კურსი განიხილავს სერთაშორისო ტურიზმის თავისებურებებს, საერთაშორისო ტურისტულ ბაზარს, თეორიულ–ეკონომიკურ მაჩვენებლებს საერთაშორისო ტურიზმში, მიწოდებას განთავსების ბაზარზე, საჰაერო და სხვა სახის ტრანსპორტის როლს საერთაშორისო ტურიზმში და სხვა საკითხებს. აგრეთვე, მსოფლიოს ტურისტულ რეგიონებს, გენერატორ ქვეყნებს, როგორც საერთაშორისო ტურისტული ბაზრის ძირითად შემადგენელს, ტურისტული ნაკადების მიმღები ქვეყნებს და უმნიშვნელოვანეს ტურისტულ ცენტრებს.
საინფორმაციო ტექნოლოგიების როლი, ტურიზმის დაგეგმვასა და მართვაში.
პარტნიორობა და თანამშრომლობა ტურის დაგეგმარებისას
ტურების კლასიფიკაცია.
უსაფრთხოების საკითხები მარშრუტის დაგეგმვისას. თანამედროვე ტექნოლოგიები და საჭირო აღჭურვილობა. რუკების გამოყენება ტურის დაგეგმარებისას
მარშრუტების აღწერა, მათი დაგეგმვა, დროში გაწერა და მართვა.
ტურის დაგეგმვა საქართველოს კუთხეებში.
მოკლე ვადიანი ტურის პრეზენტაცია
გარემოს დაცვითი საკითხები ტურის დაგეგმვისას.
სახელმწიფოს როლი ტურიზმის განვითარებაში
სამომავლო ტურიზმის დაგეგმვა და მართვა. პროგრამა აგებულია როგორც თეორიულ , ასევე პრაქტიკულ მასალებზე.
თეორიულად შესწვალის შემდეგ მსმენელები სტაჯირებას გადიან სხვადა სხვა ტურისტულ კომპანიებში. სადაც მათ ეძლევათ რეალურად დასაქმების შანსი.
კურსის გავლის შემდეგ გაიცემა შესაბამისი ორ ენოვანი სერთიფიკატი და სარეკომენდაციო წერილი!
ჩაწერა მიმდინარეობს წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე!
საკონტაქტო ინფორმაცია:
მის: რუსთაველის გამზ. № 36
ტელ: (+995 32) 2514730 / (+995 593) 000 684 / (+995 593) 25-25-08
ელ-ფოსტა: academy@bdc-center.ge
ვებ-გვერდი: www.bdc-center.ge
Facebook: ბი დი სი აკადემია