Quantcast
Channel: POSTAD.GE »განცხადება
Viewing all 559 articles
Browse latest View live

ვაკანსია, მცხობელი!

$
0
0

მცხობელი,რომელსაც შეეძლება: იმერული, აჭარული, მეგრული, ფენოვანი,ლობიანი ხაჭაპურის მომზადება
ანაზღაურება 600-800 ლარი
მობ:599892824


ვაკანსია! მცხობელის დამხმარე!

$
0
0

რომელსაც, შეეძლება დაეხმაროს მცხობელს ცომის მომზადებაში, და ზოგადად გამოცხობაში.
ანაზღაურება 500-600 ლარი
მობ:599892824

პირველადი გადაუდებელი დახმარება

$
0
0

პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შემსწავლელი თორიულ და პრაქტიკული კურსი.(პრაქტიკული კურსი მოიცავს მულაჟებით მეცადინეობას)

კურსი გათვლილია ნებისმიერი მსმენელისთვის ასევე;

ექიმებისთვის
ექთნებისთვის
საპატრულო სამსახურის თანამშრომლებთათვის
სახანძრო და დაცვის თანამშრომლებთათვის
პედაგოგები – ძიძა აღმზრდელი, მომვლელი
სასჯელ აღსრულების სფეროს ზედამხედველები
რეზიდენტებისთვის.
მაშველთათის.
აეროპორტის თანამშრომელთათვის .
სასწრაფოს თანამშრომელთათვის და ა.შ.
სასტუმროების თანშრომელთათვის.
პროგრამა გათვლილია ექიმის მოსვლამდე პირველად სამედიცინო გადაუდებელი დახმარების გასაწევად.

კურსი მოიცავს შემდეგ პროგრამას;

გულ–ფილტვის რეანიმაცია. მოზარდები, ბავშვები 0–1წლამდე, 1–8 წლამდე.
გულის დეფიბრილაცია.
არიტმიის ელექტროიმპულსური თერაპია.
ტრაქეის ინტუბაცია.
ვენების პუნქცია და კათეტერიზაცია
კუჭის ამორეცხვა.
გულის პარკუჭების ფიბრილაცია
ასისტოლია (გულის გაჩერება) პაროქსიზმული ტაქიკარდია.
გულის სრული გარდიგარდმო ბლოკადა. მწვავე ბრადიარითმია.
დიაბეტი: ჰიპოგლიკემური კომა. ჰიპერგლიკემური კომა.
ანაფილაქსიური შოკი.
ბრონქული ასთმა.
ტკივილი მკერდში (პერიკარდიტი, ინფარქტი, ანევრიზმა, დიაფრაგმის თიაქარი)
ტკივილი მუცელში (მწვავე მუცელი)
ჰიპერტონული კრიზი (მაღალი წნევა)
გრიპი.
მიოკარდუმის ინფარქტი–გაუტკივარება, ანტიკოაგულანტური და ფიბრინოლიზური თერაპია. ჰიპოტენზური თერაპია. კარდიოგენური შოკის მკურნალობა.
კოლაფსი.
სისხლდენა. სისხლდენის ლოკალიზაცია.
სისხლდენა ფილტვებიდან.
სისხლდენა საყლაპავიდან.
სისხლდენა კუჭ–ნაწლავიდან.
სისხლდენის მკურნალობა. ადგილობრივი. ჰემოსტატიკური საშვალებები. პლაზმის შემცველი ხსნარები.
ინსულტები.
გულისწასვლა.
დამწვრობა.
მოყინვა. საერთო გაციება. გაყინვა.
ფილტვების შეშუპება. გულის ასთმა.
პნევმონია
ხორხის სტენოზი.
კვინკეს შეშუპება.
მწვავე ლარინგიტი. ცრუ კრუპი.
ხორხის დიფთერია. ნამდვილი კრუპი.
უცხო სხეული ზემო სასუნთქ გზებსა და ბრონქებში.
სითბური დაკვრა.
დახრჩობა.
ელექტროტრავმა. მეხის დაცემა.
ეპილეფსია.
მოწამვლის მკურნალობის პრინციპები.
წამლებით მოწამვლა.
საყოფაცხოვრებო და სამრეწველო მოწამვლა.
მომწამვლელლი მცენარეები. სოკოები და ცხოველები.
მწერების და გველების ნაკმენები. მკურნალობა.
ემოციური სტრესი. (ჰიპერვენტელაცია)
მოტეხილობა. კლასიფიკაცია. იმობილიზაცია. მკურნალობა.
უბედური შემთხვევისას ზოგადი მოქცევის წესები. სიცოცხლის ალგორითმი.
შოკი.
მასობრივი კატასტროფების დროს პირველადი დახმარების პრინციპები. ტრიაჟი. CRASH-სინდრომი. (ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომი)
მშობიარობა. მართვა
ჭრილობები. კლასიფიკაცია. მკურნალობის ტაქტიკა.
ალკოჰოლიზმი. თანამედროვე მკურნალობის მეთოდები.
ნარკომანია. თანამედროვე ტაქტიკა.
ეპილეფსია. თანამედროვე შეხედულებები. მკურნალობის თანამედროვე მეთოდები.
სამხედრო საველე აფთიაქი.
სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.
ლაბორატორიული თანამედროვე მაჩვენებლები.
კურსის ხანგრძლიობა შეადგენს 2 თვეს.

სავალდებულო კურსს შესაძლოა დაემატოს სპეციფიკის და მოთხოვნის მიხედვით თემატური ლექციები.კორპორატიული დაკვეთის შემთხვეაში კურსის საფასური დაყვანილია მინიმუმამდე.შესაძლებლეია ასევე თვენი სურვილის მიხედვით დღეების და საათების შერჩევა, კურსის ინტენსიური მეთოდით ჩატრება, რათა ტრეინინგი ჩატარდეს უმოკლეს ვადაში.

ტრეინინგს წაიკითხავს გამოცდილი სამედიცინო მრავალ წლიანი პრაქტიკის მქონე ექიმი ქალბატონი თამარ ბეჟანიშვილი

სერთიფიკატი და სარეკომენდაციო წერილი.

ცენტრის მიერ გადამზადებულია წლების მანძილზე არა ერთი ორგანიზაციის თანამშრომელი როგორც თბილისში, ასევე სხვა და სხვა რაიონებში.კორპორატიული კლიენტების შემთხვევაში ცენტრის კუთვნილი ლიტერატურა გადაეცემათ მსურველებს უფასოდ.

,,ბიდისი აკადემია’’კორპორაციულ კლიენტებს ვთავაზობთ მეცადინეობის ჩატარებას ადგილზე მისვლით, თქვენს ოფისში (დროის დაზოგვის მიზნით) თქვენთვის სასურველ საათებში.რუსთაველის გამზ. № 36 ტელ: 251-47-30 / 593 000 684 / 5(93) 25-25-08 e-mail: academy@bdc-center.ge. www.bdc-center.ge

ფარმაციის შემსწავლელი ტრენინგ კურსები —უფასო პრაქტიკით.

$
0
0

, ბი დი სი აკადემია ‘’ გთავაზობთ ფარმაციის შემსწავლელ ტრენინგ–კურსს

ნებისმიერი მსურველთათვის.ტრენინგები მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ კურსს და გათვალისწინებულია ისეთი მსმენელებისთვის, რომელთა მიზანია იმუშაოს ან მუშაობს ფარმაცევტად და სურს პროფესიული დონის ამაღლება.

თეორიული კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 2 თვეს. თეორიული კურსისი გავლის შემდეგ მსმენლები მიუხედავად მათი ტესტირების შედეგებისა გაივლიან სტაჟირებას სხვადა სხვა აფთიაქებში .( რომლის საფასურსაც აფინანსებს ბიდისი აკადემია)

პროგრამის მიზანი-

შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება, რომელთაც ექნებათ სისტემური ცოდნა ფარმაციაში დინამიკურად ცვლად გარემოში მუშაობისა და ორგანიზატორის უნარჩვევები, რათა შეძლონ დარგის სპეციალისტებზე ყოველდღიურად მზარდი მოთხოვნებისადმი ფეხის აწყობა. მოცემული მიზნის მისაღწევად აკადემიის აკადემიური პერსონალი თავის პოტენციალით და შემადგენლობით უზრუნველყოფს დასახული მიზნის წარმატებით შესრულებას.

ფარმაცია არის მედიცინის ერთ-ერთი დარგი, რომელში დასაქმებულ სპეციალისტებს, თანამედროვე მედიცინა განვითარების ამ ეტაპზე ყოველდღიურად მზარდ მოთხოვნებს უყენებს. აქედან გამომდინარე ჩვენი მიზანია მოვამზადოთ მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი ფარმაცევტები, რომლებიც ფლობენ ფარმაციაში დღევანდელი დღისთვის შესაბამის ცოდნას, ამ ცოდნის მოპოვების, გაღრმავებისა და გამოყენების უნარებს.

პროგრამა აგებულია დარგში თანამედრვე მიღწევებსა და სტანდარტებზე, რომელიც მოდიფიცირებულია ჩვენი სასწავლებლის კონკრეტული სპეციფიკის გათვალისწინებით, რათა ჩვენს მიერ მომზადებული სპეციალისტი აღჭურვილი იყოს თანამედროვე ცოდნით და ამასთან ერთად ფლობდეს ამ ცოდნის პრაქტიკული რეალიზაციის თანამედროვე ინსტრუმენტებს. გავზარდოთ ფარმაცევტი, რომელიც თავის ყოველდღიურ საქმიანობაში თავისუფლად იმოქმედებს, როგორც საერთაშორისო კონვენციებით გათვალისწინებულ სტანდარტების ასევე ეროვნულ კანონმდებლობისა და გაიდლაინების გამოყენებით.

კურსი მოიცავს;

ზოგადი ფარმაკოლოგია.
ვიტამინები.
თ/ტ მეტაბოლიზმზე მოქმედი პრეპარატები–– ნოოტროპული საშუალებები.
ანტიჰისტამინური პრეპარატები.
ხველების საწინააღმდეგო საშუალებები.
ჰიპოფიზის ჰორმონები.
ესტროგენული პრეპარატები.
ჰიპოგლიკემიური პრეპარატები.
ვაზოდილატატორები–ანტიანგინალური პრეპარატები.
ანტიაგრეგანტები ანტიკუაგულანტები.
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების პრეპარატები.
საჭმლის მომნელებელი სისტემა.
ანემია.
გულის დაავადებები.საგულე გლუკოზიდები.
ანტიარითმიული პრეპარატები.
გლუკოკორტიკოიდები (სტეროიდები)
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები.
ამინოგლიკოზიდები.
პენიცილინის ჯგუფის სულფანილამიდები.
ანტიპროტოზოული პრეპარატები.ანტიმიკოზური საშუალებები.
ანტიჰელმითური საშუალებები.
ჰიპოთენზიური საშუალებები.
ფსიქოტროპული საშუალებები.
ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებები.პარკინსონიზმის საწინააღმდეგო საშუალებები.
თვალის დაავადებები.სამკურნალო პრეპარატები
ფაგებით მკურნალობა.საოჯახო აფთიაქი.
კლიენტებთან ურთიერთობა– შეთავაზება,მომსახურების მოკლე კურსი.
ტრეინინგის მსმენელები უზრუნველყოფილი იქნებიან სასწავლო მასალით.

კურსის დასრულების შემდეგ ჩატარდება ტესტირება.

კურსის კოორინატორია გამოცდილი კვალიფიკაციის მქონე მოქმედი ფარმაცევტი ლია ჯაში .
წარმატებულ მსმენელებს ეძლევათ დასაქმების შესაძლებლობა.
გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი და სარეკომენდაციო წერილი.
ჩაწერა მიმდინარეობს წინასწარი ჩაწერის საფუძველზე.

,,ბიდისი აკადემია’’კორპორაციულ კლიენტებს ვთავაზობთ მეცადინეობის ჩატარებას ადგილზე მისვლით, თქვენს ოფისში (დროის დაზოგვის მიზნით) თქვენთვის სასურველ საათებში.რუსთაველის გამზ. № 36 ტელ: 251-47-30 / 593 000 684 / 5(93) 25-25-08 e-mail: academy@bdc-center.ge. www.bdc-center.ge

ბუღალტერიის შემსწავლელი სრული თეორიული და პრაქტიკული კურსი

$
0
0

,,ბი დი სი”-აკადემია გთავაზობთ ტრეინინგ-კურსს ბუღალტერიაში, პროგრამა განკუთვნილია იმ მსმენელთათვის, რომელთაც სურთ, აწარმოონ ნებისმიერი საწარმოს საბუღალტრო საქმე და სრულყოფილად წარმართონ საგადასახადო აღრიცხვიანობა. თქვენ შეისწავლით საბუღალტრო აღრიცხვასა და პრაქტიკულ ბუღალტერიას .

პროგრამის დასრულების შემდეგ, თქვენ შეგეძლებათ დამოუკიდებლად იმუშაოთ ნებისმიერ საწარმოში ბუღალტრად, აწარმოოთ საბუღალტრო დოკუმენტაცია და ფინანსური ანგარიშგება, დეკლარაციების შევსება, საშემოსავლო, ქონების, დღგ-ს გადასახადების გაანგარიშება, მოგება-ზარალის ბალანსის შედგენა. ტრენინგის დასასრულს ჩატარდება ტესტირება, რის საფუძველზეც გაიცემა საერთაშორისო სერტიფიკატი. წარჩინებულებს გადაეცემათ სარეკომენდაციო წერილი, რაც მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ შემდგომ დასაქმებაში. ტრენინგ-პროგრამა დაფუძნებულია ლექციებზე, დისკუსიებზე, ტესტებზე, პრაქტიკულ ამოცანებსა და სავარჯიშოებზე. თეორიული კურსის გავლის შემდეგ მსემნელები გაივლიან კომპიუტერულ პროგრამა ორისს.

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს შეეძლება დამოუკიდებლად აწარმოოს ნებისმიერი სახისა თუ სირთულის ბუღალტერია.

ბიდისი აკადემიაში ბუღალტერიის სრული კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს ეძლევათ შესაძლებლობა სტაჟირება გაიარონ საბუღალტრო კომპანიაში, სადაც კურსის კოორდინატორობას გაგიწევენ გამოცდილი და მარავალი სტაჟის მქონე აუდიტები და ბუღალტრები, თქვენ მოგიწევთ რეალური, მოქმედი ორგანიზაციების საბუთებთან მუშაობა, საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და ყველა სახის დეკლარაციების შედგენა-გადაგზავნა საბუღალტრო პროგრამით. მათ ვისაც უკვე გავლილი აქვს ბუღალტერიის თეორიული და საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამები შესაძლებელია მხოლოდ სტაჟირება გაიაროს საბუღალტრო კომპანიაში. ნებისმიერ შემთხვევაში გაიცემა სტაჟირების დამადასტურებელი დოკუმენტი, სერთიფიკატის სახით.

მსმენელს რომელსაც უკვე ააქვს საბაზისო ცოდნა და სურს მისი გამყარება მათთვის განკუთვნილია განსხავავებული პროგრამა რომელიც მოიცავს; დეკლარაციების შევსების შემსწავლელ პრაქტიკულ კურსს,

კურსი განკუთვილია ბუღალტერიის სფეროში მომუშავე, ასევე დამწყები სპეციალისტებისთვის! ყოველ ლექციაზე განხილული იქნება პრაქტიკაში არსებული პრობლემური საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია საგადასახადო დეკლარაციების შევსებასთან; კურსის დროს განხილული იქნება შემდეგი თემები: საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია; საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია; აქციზი; მოგების გადასახადის დეკლარაცია; ქონების გადასახადის დეკლარაცია; დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ); ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურების შევსება. კურსდამთავრებულებს მიეცემათ შესაძლებლობა მიიღონ ზეპირი სახის კონსულტაცია საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებით . კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს გადაეცემათ ორენოვანი სერთიფიკატი და სარეკომენდაციო წერილი. წარმატებულ მსმენელბი დასაქმდებიან ჩვენსავე საბუღალტრო კომპანიაში. ბიდისი აკადემია თქვენი წარმატებული მომავლის გარანტიაა რუსთაველის გამზ. № 36 სად 1 სართ 2, ტელ: 251-47-30 / 593 000 684 / 5(93) 25-25-08 e-mail: academy@bdc-center.ge.www.bdc-center.ge

Adobe Premier; Adobe After Effect; Adobe IN-DESIGN-ის შემსწავლელი კურსები

$
0
0

Adobe Premier; Adobe After Effect; Adobe IN-DESIGN-ის შემსწავლელი კურსები

ტრენინგ ცენტრი ,,ნიუ გენი” გთავაზობთ Adobe Premier, Adobe After Effect, Adobe IN-DESIGN-ის კურსებს.

Adobe Premier
ტრენინგ ცენტრი ”ნიუ გენი” გთავაზობთ ტელე-მონტაჟის კურსებს. კურსი განკუთვნილია სარეკლამო და მედია სტუდიებში დასაქმების მსურველთათვის. Adobe Premier კურსის გავლის შემდეგ მსმენელი შეძლებს: ციფრული ტექნოლოგიებით გადაღებული მასალის დახარისხებას, მონტაჟს, გადაბმებს და არჩეული კადრების რედაქტირებას, ეფექტების დადებას, ხმისა და გამოსახულების სინქრონიზაციას, გახმოვანებასა და მხატვრულ გაფორმებას ეფექტების გამოყენებით.

კურსი მოიცავს შემდეგ თემებს:
1. პროგრამული ინტერფეისის განხილვა და მისი მოწყობა
2. მედიაბრაუზერთან მუშაობა
3. პროექტის, პროგრამის და სხვა ფანჯრების განხილვა
4. მასალის შემოტანა პროგრამაში, თაიმკოდი, მასალის იმპორტი
5. მასალის განთავსება თაიმლაინზე
6. მეტადატასთან მუშაობა. ინფორმაცია ფაილებზე
7. თაიმლაინი და მონტაჟი
8. სამონტაჟო ინსტრუმენტების განხილვა
9. ეფექტების დამატება და აწყობა
10. ტრანზაქციების დამატება და აწყობა
11. ტექსტის და ფოტოების ანიმაცია
12. მრავალკამერიანი მონტაჟი
13. კადრის შენელება, აჩქარება, უკუსვლა, სტოპკადრი
14. ტიტრებზე მუშაობა
15. ხმასთან მუშაობა
16. სხვა პროგრამების გამოყენება პრემიერში
17. პროექტის ექსპორტი
18. პროექტის DVD დისკზე გამოტანა (Adobe Encore)
19. რენდერი
20. Megic Bullet look
21. Flash Transitions
22. Film Impact Transitions
კურსის დასრულების შემდეგ მსმენელი დამოუკიდებლად შეძლებს ფილმების, სარეკლამო რგოლების, კლიპების, საღამოების მონტაჟს, სხვადასხვა ეფექტებით გაფორმებას, ვიდეოს სრულყოფილ რედაქტირებას და დასრულებული პროექტის დისკზე ჩაწერას.
კურსის ღირებულება: 200 ლარი
კურსის ხანგრძლივობა: 16 ლექცია. კვირაში 2-ჯერ 2 საათი

Adobe After Effect
კურსის გავლის შემდეგ მსმენელს ეცოდინება: გადაცემების, კლიპებისა და სარეკლამო რგოლებისათვის გადაღებული მასალის დახარისხება Adobe After Effect-ის გამოყენებით; მონტაჟი, ტექსტური და ვიზუალური მასალის სინქრონიზაცია; რამდენიმე ვიდეო ეპიზოდის ერთმანეთში შერწყმა; რთული სპეცეფექტების გამოყენება და სარეკლამო რგოლის შექმნა.

Adobe After Effect-ის კურსი შედგება:
• პროგრამის ინტერფეისის მიმოხილვა
• პროექტის სწორად გამზადება
• ტექსტის და ფოტოების ანიმაცია
• 3D და 2D რეკლამების დამზადება
• ვიდეოს დამუშავება-გასუფთავება
• ვიდეო ეფექტები
• მწვანე ფონთან მუშაობა
• განათება
• რენდერი
• Optical Flares
• Element 3D
• Hit Film
კურსის ღირებულება: 200 ლარი
კურსის ხანგრძლივობა: 12 ლექცია. კვირაში 2-ჯერ 2 საათი.

Adobe IN-DESIGN
სასწავლო კურსის მიზანია მსმენელს შევასწავლოთ Adobe IN-DESIGN CS5-დაკაბადონების პროგრამის შესაძლებლობები; საგამომცემლო პროგრამებთან მუშაობის მეთოდები და ძირითადი პოლიგრაფიული საკითხები. წიგნების, ბუკლეტების, ფლაერების, საგაზეთო მაკეტების, ჟურნალ-გაზეთების, სავიზიტო ბარათების და სხვა პოლიგრაფიული ნაწარმის დიზაინის შემუშავება, დაკაბადონება და შემდგომ დასაბეჭდად მომზადება; Photoshop-ისა და ალფა არხების იმპორტი.
მსმენელი დაეუფლება საგამომცემლო, ბეჭდვითი მასალების თანამედროვე კომპიუტერულ ტექნოლოგიებს.

Adobe IN-DESIGN-ის კურსი შედგება:
• პროგრამის დახასიათება, სამუშაო ფაილის შესწავლა
• პროგრამის მართვის ხელსაწყოების განხილვა და შესწავლა
• გვერდების დალაგება, დაკაბადონება, ნუმერაციის საკითხების შესწავლა
• ტექსტთან მუშაობის პრინციპი და გრაფიკული ეფექტების გამოყენება
• მხატვრული ეფექტების შექმნა
• ფერებთან და გრადაციებთან მუშაობა (SMYK-RGB)
• შესანახი ფაილის ტიპების შესწავლა
• ფაილის დასაბეჭდად დამზადება
კურსის ღირებულება: 200 ლარი
კურსის ხანგრძლივობა: 12 ლექცია. კვირაში 2-ჯერ 2 საათი.

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი
მიღება წარმოებს წინასწარი ჩაწერით.

მის: რუსთაველის გამზ.1 IV სადარბაზო IV სართული. (თავისუფლების მოედანთან).
ტელ: 214 90 50; 595 404 748; 597 000 741
ელ ფოსტა: newgen.ge@gmail.com

WEB-დიზაინი; PHOTOSHOP CS6; COREL DRAW X7 -ის კურსები

$
0
0

WEB-დიზაინი; PHOTOSHOP CS6; COREL DRAW X7 -ის კურსები

ტრენინგ ცენტრი „ნიუ გენი“ გთავაზობთ WEB-დიზაინის; PHOTOSHOP CS6; COREL DRAW X7-ის შემსწავლელ კურსებს

WEB-დიზაინი
HTML, CSS-ის გამოყენება:
კურსი მოიცავს შემდეგ თემებს:

HTML:
• W3-სტანდარტით; საძიებო სისტემებისთვის
• რა არის ვებ სერვერი, ვებ-საიტი, ვებ გვერდი და რითი განსხვავდებიან ისინი;
• HTML დოკუმენტის სტრუქტურა;
• დოკუმენტის HEAD ნაწილი; დოკუმენტის BODY ნაწილი;
• რა არის ტეგი და მისი ტიპები;
• ტეგების ატრიბუტები;
• HTML დოკუმენტის გაფორმების წესები;
• კომენტარების გამოყენება;
• ბზაცებად დაყოფა; სტრიქონის გადატანა; სათაურები; და ა.შ.
• ცხრილები და მათთან მუშაობა; და ა.შ.
CSS 2:
• CSS-ის ძირითადი ამოცანები;
• საიტზე სტილის დამატების გზები და გრამატიკა;
• ID და CLASS შექმნა;
• HTML დოკუმენტთან სტილების და კლასების გამოყენება;
• ჩარჩოების და ინტერვალების ფორმატირება;
• ელემენტების პოზიციის გასწორება დოკუმენტში;
• ფორმატირების მოდელი; შრიფტები და მათი პარამეტრების ცვლა;
• ვებგვერდის მაკეტირების მაგალითები სტილების გამოყენებით. და ა.შ.
კურსის ღირებულება: 280 ლარი (12 ლექცია)

PHOTOSHOP CS6
• რასტრავული და ვექტორული გრაფიკა;
• რა არის პიქსელი;
• ანიმაციის შექმნა ფოტოშოფში;
• მონიშვნის პარამეტრები;
• არასასურველი ობიექტების ამოშლა;
• ინსტრუმენტების პანელი;
• დამხმარე ინსტრუმენტები;
• ფაილის შენახვის ფორმატები;
• ფენები და მათთნ მუშობა;
• მონიშვნის ინსტრუმენტები;
• ტექსტის რედაქტირება;
• ტექსტი კონტურზე;
• ფერის შინაარსი ფოტოშოფში;
• ტექსტის სარკისებური არეკლვა;
• ბუნებრივი ეფექტები;
• სურათის სიმკვეთრის მომატება;
• სურათიდან დეფექტების ამოღება;
• მასკები;
• თავისუფალი ტრანსფორმაცია;
• სურათის რედაქტირება;
• ფილტრები;
• ძველი სურათების აღდგენა;
• სურათის დაძველება;
• ფოტოსურათის ნახატად გადაქცევა;
• სურათისთვის სხვადასხვა ჩარჩოების შექმნა;
კურსის ღირებულება: 220 ლარი (10 ლექცია)

COREL DRAW X7
• CorelDraw X7 _ის ინტერფეისის მიმოხილვა;
• ინსტრუმენტების პანელი და მისი ღილაკების დანიშნულება მთლიანად;
• ახალი ფაილის შექმნა, გახსნა, შენახვა, იმპორტი, ექსპორტი;
• ვექტორული ფორმები;
• ტექსტური ფორმატები;
• ფერთა ეფექტები;
• ფერთა მოდელები;
• მხატვრული და უბრალო ტექსტი;
• ობიექტების გასწორება და გადანაწილება;
• ობიექტების გამოსახვის რეჟიმები;
• გამოსახულების ოპტიმიზაცია;
• ობიექტის ჩრდილების, გამჭვირვალეობის შექმნა;
• ეფექტების შექმნა;
• ლოგოს შექმნა;
• სარეკლამო მასალების დიზაინის შექმნა (ფლაერები, ბუკლეტები, სავიზიტო/მოსაწვევი/მისალოცი ბარათები, ბანერები და ა.შ.)
კურსის ღირებულება: 220 ლარი (10 ლექცია)
მეცადინეობა ტარდება კვირაში 3-ჯერ. ლექციის ხანგრძლიობა — 1 სთ.

კურსის ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი.
მიღება წარმოებს წინასწარი ჩაწერით.

მის: რუსთაველის გამზ.1 IV სადარბაზო IV სართული. (თავისუფლების მოედანთან).
ტელ: 214 90 50; 595 404 748; 597 000 741
ელ ფოსტა: newgen.ge@gmail.com

საოფისე პროგრამების შემსწავლელი კურსები

$
0
0

საოფისე პროგრამების შემსწავლელი კურსები
საოფისე პროგრამების შემსწავლელი კურსი (Windows, Word, Excel, Internet, PowerPoint).
კურსი მოიცავს:
1. ვინდოუსის ფანჯრის აგებულება და მისი მენიუს შესწავლა. დაკარგული ფაილების მოძებნა.
2. პროგრამების ინსტალაცია და მისი ამოშლა. შრიფტების ინსტალაცია. ეკრანის ზომის, ფონის შეცვლა.
3. ფაილების და საქაღალდეების შექმნა
4. დოკუმენტის დისკზე, ფლეშკაზე ჩაწერა. winrar ინფორმაციის დაარქივება და მისი გახსნა. დამცავის დაყენება.
MS Word:
1. Word-ის დოკუმენტის შექმნა, მისი დაფორმატება
2. ცხრილების აგება
3. სურათების და სხვა გრაფიკული გამოსახულების ჩასმა
4. სვეტებისა და სექციების გაკეთება
5. სარჩევის შექმნა, სქოლიო
6. პრინტერსა და სკანერთან მუშაობა
7. დოკუმენტის დაცვა, პაროლის დაყენება
MS Excel:
1. ელექტრონული უჯრების გაცნობა
2. ელექტრონული ცხრილის აგება
3. ტექსტური და რიცხვითი მონაცემები
4. ცხრილში მონაცემების შეტანა და მისი ფორმატირება
5. ფორმულების შედგენა
6. დიაგრამების აგება მონაცემთა ბაზაზე
7. ლოგიკური და ჯამური ფუნქციების შესწავლა
8. ხელფასის უწყისის შედგენა
9. მონაცემთა ბაზის გაფილტვრა, მისი სორტირება
10. ბეჭდვის პარამეტრები
11. დოკუმენტის დაცვა
MS PowerPoint:
1. სლაიდების შექმნა
2. გრაფიკული ფაილების შემოტანა
3. ტექსტის რედაქტირება
4. სლაიდ-შოუს მოწყობა
5. ფონების შერჩევა
6. მუსიკის დადება
Internet Explorer — ინფორმაციის მოძიება, ელექტრონული ფოსტის შექმნა.

კურსის ღირებულება: 100 ლარი
კურსის ხანგრძლივობა: 12 გაკვეთილი

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი
მიღება წარმოებს წინასწარი ჩაწერით.

მის: რუსთაველის გამზ.1 IV სადარბაზო IV სართული. (თავისუფლების მოედანთან).
ტელ: 214 90 50; 595 404 748; 597 000 741 ელ ფოსტა: newgen.ge@gmail.com


გაძლიერებული Excel-ის კურსი

$
0
0

გაძლიერებული Excel-ის კურსი

ტრენინგ ცენტრი ,,ნიუ გენი” გთავაზობთ გაძლიერებული Excel-ის კურსს.
გაძლიერებული Excel-ის კურსი მოიცავს:
• ცხრილის ფორმატირება
• ფორმულების შედგენა
• არითმეტიკული და გეომეტრიული პროგრესია
• ხელფასის უწყისის შედგენა
• პროცენტის დარიცხვა
• დიაგრამების აგება მონაცემთა ბაზაზე
• საწარმოს მონაცემთა ბაზის შექმნა
• დისტრიბუციის კონტროლი
• საწყობის დინამიკა
• ვადების კონტროლი
• ფასწარმოქმნა
• მონაცემთა ბაზის სორტირება
• პირობითი გაფილტვრა (ფილტრი, Advanced ფილტრი)
• ბეჭდვის პარამეტრები
• ფურცლის და სვეტის დაცვა და კოდირება
• საგადასახადო დოკუმენტების შედგენა და მათთან მუშაობა: ინვოისი, სასაქონლო ზედნადები და დანართი, მიღება-ჩაბარების აქტი

Excel-ის კურსის განმავლობაში შეისწავლით შემდეგ ფუნქციებს:
• ლოგიკური ფუნქციები: IF; ორმაგი IF; AND; OR; IFERROR;
• სტატისტიკური ფუნქციები: Count IF; Count IFs; Countblanc; Count A; Count namber; Average IF; Larg; Small; Average IFs
• დროის ფუნქციები: Day360; Wseekday; ფასნამატი, ვადის კონტროლი Yearfrac; Networkdays; Workday; day; month; year; Today
• მათემატიკური ფუნქციები: Sumif; Sumifs; Power; Round; Producte
• ფინანსური ფუნქციები: LEN; LEFT; RIGHT; MID; UPPER; PROPER; LOWER; FIND; CONCATENATE; CODE; CHAR
• მონაცემთა ბაზების მიბმა ერთმანეთთან (Vlookup; Hlookup)
• შემაჯამებელი ცხრილების აგება მონაცემთა ბაზის საფუძველზე (Pivot Table)
• ჩვეულებრივი და შემაჯამებელი დიაგრამების აგება (Pivot Table Chart)
• Date Validation ავტოსიების შექმნა

კურსის ღირებულება: 150 ლარი
კურსის ხანგრძლივობა: 12 ლექცია. კვირაში 3-ჯერ. ლექციის ხანგრძლივობაა 1 საათი

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი
მიღება წარმოებს წინასწარი ჩაწერით.

მის: რუსთაველის გამზ.1 IV სადარბაზო IV სართული. (თავისუფლების მოედანთან).
ტელ: 214 90 50; 595 404 748; 597 000 741 ელ ფოსტა: newgen.ge@gmail.com

საგადასახადო კოდექსის კურსი

$
0
0

საგადასახადო კოდექსის კურსი
ტრენინგ ცენტრი „ნიუ გენი“ აცხადებს მიღებას საგადასახადო კოდექსის შემსწავლელ კურსზე
სასწავლო კურსის მიზანია სრულყოფილი წარმოდგენა შეუქმნას საქართველოს საგადასახადო კოდექსზე მეწარმეებს, მოქმედ და დამწყებ ბუღალტრებს, სხვადასხვა რგოლის მენეჯერებსა და ასევე სხვა დაინტერესებულ პირებს. კურსის მიზანია მსმენელებმა გამოიმუშაონ საგადასახადო კოდექსთან მუშაობის პრაქტიკული უნარ ჩვევები და მოცემული უნარები გამოიყენონ ყოველდღიური საქმიანობის ფარგლებში.
კურსის მსვლელობისას განხილული იქნება მოქმედი საგადასახადო კოდექსი, ასევე ამ კოდექსთან დაკავშირებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებები და მეთოდური მითითებები და სხვადასხვა საგადასახადო დეკლარაციების შევსების წესები.

სასწავლო კურსის თემატიკა მოიცავს:

• ზოგადი დებულებანი
• გადასახადის გადამხდელი, საგადასახადო აგენტი, საწარმო, ორგანიზაცია, ფიზიკური პირი
• გადასახადის გადამხდელისათვის ინფორმაციის მიწოდება და საქართველოს საგადასახადო ორგანოების სისტემა
• საგადასახადო ვალდებულება
• საშემოსავლო და მოგების გადასახადი
• დამატებული ღირებულების გადასახადი
• აქციზი
• იმპორტის გადასახადი
• ადგილობრივი გადასახადი
• საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილება
• საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფა
• საგადასახადო კონტროლი
• საგადასახადო სამართალდარღვევა და პასუხისმგებლობა
• საგადასახადო დავა
• გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
• საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება გადასახადების ადმინისტრირების შესახებ და სხვადასხვა მეთოდური მითითებები

კურსის ხანგრძლივობა: 40 საათი. ლექციის ხანგრძლივობაა 2სთ.
კურსის ღირებულება: ჯგუფი — 360 ლარი
ინდივიდუალური — 450 ლარი

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი
მიღება წარმოებს წინასწარი ჩაწერით.

მის: რუსთაველის გამზ.1 IV სადარბაზო IV სართული. (თავისუფლების მოედანთან).
ტელ: 214 90 50; 595 404 748; 597 000 741
ელ ფოსტა: newgen.ge@gmail.com

ბუღალტერიის კურსი. თეორია + ORIS + სტაჟირება

$
0
0

ბუღალტერიის კურსი. თეორია + ORIS + სტაჟირება

ტრენინგ ცენტრი „ნიუ გენი“ გთავაზობთ ბუღალტერიის 3-თვიან კურსებს.
პროგრამა ითვალისწინებს ბუღალტერიის შესწავლას საწყისი საფეხურიდან. კურსი მოიცავს როგორც ბუღალტრულ აღწერას, ასევე საგადასახადო საქმის საკვანძო საკითხებს, გადასახადის სახეებს, ვადებს, დაანგარიშებას და დეკლარირებას.
კურსის გავლა შეუძლია ნებისმიერ მსურველს:
• ვინც იწყებს ბუღალტერიის შესწავლას საწყისი საფეხურიდან
• ვისაც გაქვთ გარკვეული შეხება ბუღალტერიასთან და გსურთ ცოდნის გაღრმავება
კურსის განმავლობაში მიიღებთ სასწავლო მასალებს.
კურსი შედგება 3 ეტაპისაგან:
1. თეორიული ნაწილი
2. კომპიუტერული ბუღალტერიის პროგრამა ORIS
3. პრაქტიკული ნაწილი (სტაჟირება)

1. თეორიული ნაწილი მოიცავს:
• შესავალი: რა არის ბუღალტრული აღრიცხვა; ბასს; ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები
• ანგარიშთა გეგმა
• სალაროს ოპერაციები
• ბანკის ოპერაციები
• მოთხოვნების აღრიცხვა
• სავაჭრო კრედიტორული ვალდებულებების აღრიცხვა
• საგადასახადო ვალდებულებების აღრიცხვა
• სასესხო ვალდებულებების აღრიცხვა
• სასაქონლო მატერიალური მარაგების აღრიცხვა
• უკანდაბრუნებული საქონლის აღრიცხვა
• რეალიზაციისა და დღგ-ს კორექტირება
• წარმოების პროცესის აღრიცხვა
• პროდუქციის თვითღირებულების განსაზღვრა
• კურსთაშორისი სხვაობები
• საწესდებო კაპიტალის აღრიცხვა
• შემოსვლებისა და ხარჯების აღრიცხვა
• ხელფასთან დაკავშირებული ოპერაციები
• იჯარის აღრიცხვა
• საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიმოხილვა და ძირითადი ასპექტები
• ფინანსური შედეგის (მოგება-ზარალის) გაანგარიშება
• საცდელი ბალანსის შედგენა

2. კომპიუტერული ბუღალტერიის ORIS-ის კურსი მოიცავს:
• ORIS-ის ინსტალაცია
• ახალი ორგანიზაციის შექმნა
• საოპერაციო და ანალიზური პერიოდები
• ანგარიშთა გეგმა და სასტარტო ნაშთების დასმა
• საბუღალტრო გატარებები
• დოკუმენტაციის შექმნა (სალაროს გასავლის ორდერი, სალაროს შემოსავლის ორდერი, საგადასახადო დავალება, სასაქონლო ზედნადები)
• ხელფასის დაანგარიშება, ხელფასის დარიცხვის გატარებები
• ძირითადი საშუალებების მიღება, სასტარტო ნაშთებში დასმა, ცვეთის დარიცხვა; პაკეტური კორექტირება
• სამეურნეო ოპერაციები
• მოგება-ზარალი
• საცდელი ბალანსი
• ასლის აღება/აღდგენ

3. პრაქტიკული ბუღალტერიის კურსი
პრაქტიკული ბუღალტერიის კურსი ითვალისწინებს კონკრეტული ორგანიზაციის დოკუმენტებთან მუშაობას, ბუღალტერიის წარმოებას შემდგომი ანგარიშების გადახურვითა და საგადასახადო დეკლარაციების შევსებით ელექტრონულად rs.ge-ზე. სტაჟირების გავლა შეუძლიათ პირებს, რომლებსაც აქვთ თეორიული განათლება ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლებში და ფლობს ORIS-ის პროგრამას. ასევე დამწყებ ბუღალტრებს, ვისაც აქვთ სურვილი გაიღრმავოს პროფესიული ცოდნის დონე.

პრაქტიკული ბუღალტერიის კურსი მოიცავს:
• ორგანიზაციის შექმნა
• სალაროს შემოსავლის და გასავლის ორდერების შექმნა. სალაროს დამუშავება
• ბანკის ამონაწერის დამუშავება
• სასაქონლო ზედნადებისა და ანგარიშ-ფაქტურის შექმნა ელექტრონულად rs.ge-ზე.
• ხელფასის უწყისის შექმნა
• ყოველთვიური დეკლარციების (საშემოსავლოს, განაცემთა ინფორმაციის, დღგ-ს) შევსება-ჩაბარება ელექტრონულად rs.ge-ზე.
• ყოველწლიური დეკლარციების (მოგების, ქონების) შევსება-ჩაბარება ელექტრონულად rs.ge-ზე.
• დარიცხული წლიური საავანსო გდასახადებისა და ზარალის გადატანის მეთოდები
ბუღალტრული აღრიცხვა იწარმოებს ORIS-ის პროგრამაში და საგადასახადო აღრიცხვის სახელმწიფო სისტემა rs.ge-ზე.
აღნიშნული კურსის გავლის შემდგომ თქვენ შეძლებთ დამოუკიდებლად განახორციელოთ მოქმედი კომპანიების საბუღალტრო და საგადასახადო აღრიცხვა.
კურსის ხანგრძლივობაა 3 თვე. მეცადინეობა ტარდება კვირაში 3-ჯერ ჯგუფებში (2-5 კაცი) და ინდივიდუალურად. ლექციის ხანგრძლიობა — 1 სთ.

სრული კურსის ღირებულება:
• სრული კურსი: ჯგუფი — 360 ლარი ( 36 ლექცია)
• სრული კურსი: ინდივიდუალური — 450 ლარი ( 36 ლექცია)

შესაძლებელია კურსის ცალკეული ნაწილის აღება:
1. თეორიული კურსი: ჯგუფი — 150 ლარი; ინდივიდუალური — 200 ლარი (14 ლექცია)
2. ORIS-ის კურსი: 100 ლარი (10 ლექცია)
3. სტაჟირება: 150 ლარი (12 ლექცია)

კურსის ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი.
მიღება წარმოებს წინასწარი ჩაწერით.
კურსს გაუძღვება ACCA-ს კურსდამთავრებული, მოქმედი მთავარი ბუღალტერი ინგა უზუნაშვილი

მის: რუსთაველის გამზ.1 IV სადარბაზო IV სართული. (თავისუფლების მოედანთან).
ტელ: 214 90 50; 595 404 748; 597 000 741
ელ. ფოსტა: newgen.ge@gmail.com

ფარმაციის კურსი აფთიაქში უფასო სტაჟირებითა და დასაქმებით

$
0
0

ფარმაციის კურსი აფთიაქში უფასო სტაჟირებითა და დასაქმებით
ტრენინგ ცენტრი „ნიუ გენი“ გთავაზობთ ფარმაციის 3-თვიან შემსწავლელ კურსებს უფასო სტაჟირებით და დასაქმების პერსპექტივით.

კურსი გათვალისწინებულია მათთვის, ვისაც სურს აფთიაქში მუშაობა ფარმაცევტად ან კვალიფიკაციის ამაღლება აღნიშნულ სფეროში. ტრენინგი შედგება ორი საფეხურისაგან: თეორიული და პრაქტიკული კურსი.
კურსის განმავლობაში მიიღებთ სასწავლო მასალებს.

თეორიული კურსის თემატიკა მოიცავს:
1. ფარმაციის არსი და ამოცანები. აფთიაქი და მისი სტრუქტურა. კანონი «წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ».
2. ფარმაკოლოგიის არსი და ამოცანები. ფარმაკოკინეტიკა. ფარმაკოდინამიკა.
3. რეცეპტის ფორმები. პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია. წამლის გვერდითი მოქმედება.
4. ინფექციური დაავადებები და სამკურნალო პრეპარატები: ანტიბაქტერიული, ანტიმიკოზური და ანტივირუსული პრეპარატები; პენიცილინის, ცეფალოსპორინების,მაკროლიდების, ამინოგლიკოზიდების, ტეტრაციკლინის, სულფამიდების და ქინოლინების ჯგუფის პრეპარატები.
5. ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები. ანალგეტიკები და ანტიპირეტიკები.
6. გლუკოკორტიკოსტეროიდები.
7. გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და სამკურნალო საშუალებები: ჰიპოთენზიური პრეპარატები (ბეტა-ადრენობლოკატორები, კალციუმის ანტაგონისტები, აგფ-ის ინპიბიტორები, დიურეტიკები).
8. გულ-სისძარღვთა დაავადებები და სამკურნალო პრეპარატები: გულის უკმარისობის სამკურნალო და ანტიარითმიული პრეპარატები. გულის იშემიური დაავადების სამკურნალო პრეპარატები;
9. სისხლის შედედების დარღვევებისა და ანემიის სამკურნალო პრეპარატები: ანტიაგრეგანტები; კოაგულანტები და ანტიკოაგულანტები; რკინა დეფიციტური ანემიის სამკურნალო პრეპარატები.
10. ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები და სამკურნალო პრეპარატები; ნეიროლეფსიური პრეპარატები და ანტიდეპრესანტები; ტრანკვილიზატორები და სედატიური საშუალებები. საძილე პრეპარატები.
11. ეპილეფსია და პარკინსონის დაავადება და სამკურნალო პრეპარატები.
12. თავის ტვინის სისხლის მიმოქცევისა და მეტაბოლოზმის გამაუმჯობესებელი პრეპარატები.
13. სასუნთქი გზების დაავადებები და სამკურნალო საშუალებები: ბრონქოლიზური, მუკოლიზური და ამოსახველებელი პრეპარატები. გაციების დროს გამოსაყენებელი საშუალებები.
14. ალერგია და მისი მკურნალობა. ანტიპისტანიმური პრეპარატები. იმუნოსტიმულატორები.
15. ვიტამინები, პოლივიტამინები და მიკროელემენტები.
16. კუჭ-ნაწლავის დაავადებები და სამკურნალო საშუალებები: კუჭის წყლულის სამკურნალო პრეპარატები. საფაღარათო პრეპარატები; მეტეორიზმის საწინააღმდეგო პრეპარატები; დისბაქტერიოზი და სამკურნლო საშუალებები.
17. ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის სამკურნალო პრეპარატები: ჰეპატოპროტექტორები; ნაღვლმდენი პრეპარატები. ფერმენტები.
18. ნივთიერებათა ცვლის დარღვევები და სამკურნალო პრეპარატები. დიაბეტი; ფარისებრი ჯირკვლის დაავადების დროს გამოსაყენებელი პრეპარატები.
19. მიომეტრიუმის ტონუსზე მოქმედი პრეპარატები; კონტრაცეპტივები; უნაყოფობის სამკურნალო პრეპარატები.
20. შარდგამომყოფი სისტემის დაავადებები და სამკურნალო საშუალებები: შარდსადენის გლუვი კუნთების ტონუსზე მოქმედი პრეპარატები; შარდკენჭოვანი დაავადების სამკურნალო პრეპარატები. პროსტატის დაავადება და სამკურნალო პრეპარატები.
21. პროქტოლოგიაში გამოყენებული პრეპარატები.
22. თვალის დაავადებები. სამკურნალო პრეპარატები.

კურსის ღირებულება:
360 ლარი (36 საათი) + უფასო სტაჟირება აფთიაქში

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი
კურსს გაუძღვება 13 წლიანი გამოცდილების მქონე ლექტორი დავით კაიშაური
მიღება წარმოებს წინასწარი ჩაწერით.

მის: რუსთაველის გამზ.1 IV სადარბაზო IV სართული. (თავისუფლების მოედანთან).
ტელ: 214 90 50; 595 404 748; 597 000 741
ელ ფოსტა: newgen.ge@gmail.com

საბუღალტრო კომპანია (მოქმედი ბუღალტრების ჯგუფი) გთავაზობთ პრაკტიკული ბუღალტერიის შესწავლას.

$
0
0

საბუღალტრო კომპანია (მოქმედი ბუღალტრების ჯგუფი) გთავაზობთ პრაკტიკული ბუღალტერიის შესწავლას; წარმოება, ვაჭრობა, მიწოდება, მომსახურება, იმპორტი, ექსპორტი.
სწავლება მიმდინარეობს ბუღალტრულ პროგრამაში ORIS და FINA (არჩევით სურვილისამებრ)
კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
● ადმინისტრაციული დოკუმენტაცია. შედგენა/მოწესრიგება (ხელშეკრულებები და სხვა)
● პირველადი დოკუმენტაცია.
● ბრუნვითი უწყისი.
● სალაროს/ ბანკის დამუშავება. შემოსავალ-გასავლის ორდერი.
● შემოსავლები; რეალიზაცია — მომსახურება ( ინვოისების, ზდდ. ანგ.ფაქტ.)
● ხელფასები, უწყისი. (ხელფასები და მასთან გათანაბრებული განაცემები)
● ხარჯები, საქონლის შეძენა.
● დღგ — უკუდაბეგვრა. ჩათვლები/გადახდები.
● გადასახადები; დღგ, საშემოსავლო, მოგება, ქონება, საავანსოები.
● ძირითადი საშუალებები. ცვეთა/ამორტიზაცია, საქონლის ჩამოწერა.
● ბალანსი, მოგება-ზარალი, დივიდენდი, გადახურვები.
● RS.GE მუშაობა; ინფორმაციის მოძიება, შედარების ბარათი,
ზედდნადების ანგ/ფაქტურის (ნსაფ) შექმნა,
გაგზავნა , მიღება ამობეჭდვა, ექსპორტირება, გაფილტვრა.
● დეკლარაციების მომზადება
დღგ, უკუდაბეგრვა, საშემოსავლო, განაცემთა ინფორმაცია.
მოგების, ქონების წლიური დეკლარაცია.
ინდ.მეწარმის ,ფიზ/პირების წლიური დეკლარაცია.
კურსის ხანგრძლივობა 2 თვე.(სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია დროის შემცირება ან გაზრდა)
ერთი თვის ღირებულება: 200 ლარი. კვირაში 3-ჯერ 2-3 საათი.
წარმატებულ კურსდამთავრებულებს გავუწევთ რეკომენდაციას.

მის: მ.კოსტავას 21; anageli@mail.ru www.bugalteria.ge www.anageli.ge 555 427 427

საბუღალტრო კომპანია „ანაგელი“ გთავაზობთ საზაფხულო ინდივიდუალურ კურსებს, დამატებით ვჩუქნით სამ ლექციას ყველა სტაჟიორს, სამი ლექცია 6 საათი.

$
0
0

საბუღალტრო კომპანია „ანაგელი“ გთავაზობთ ბუღალტერიის შემსწავლელ კურსებს.
კურსში გაერთიანებულია თეორიული მაგალითები და პრაქტიკული ამოცანები ბუღალტრული აღრიცხვა და ანალიზი, საგადასახადო კოდექსი, ბიზნესის დაგეგმვა და ადმინისტრირება, ბიუჯეტის შედგენა რეალიზება.
ტრეინინგი იძლევა კომპლექსურ ცოდნას, როგორც კონკრეტულად ბუღალტრული აღრიცხვის და ანალიზის, ასევე ზოგადად ფინანსების სფეროში თუ როგორ უნდა დაიგეგმოს ორგანიზაციის ბიუჯეტი; რა არის საწარმოო ხარჯები და როგორ აღირიცხება ისინი წარმოების დროს; რა არის ბუღალტრული აღრიცხვა, პასივი-აქტივი, ბალანსი, საბალანსო ანგარიშები, დებეტი–კრედიტი; როგორ აღირიცხება შემოსავლები, გასავლები და ხარჯები; რა არის და რისგან შედგება მოგება-ზარალის და ბალანსის უწყისები; როგორ ტარდება საბანკო ამონაწერები; როგორ ვმართოთ დოკუმენტები ონლაინ რეჟიმში საგადასახადო ვებ გვერდზე; როგორ აღვრიცხოთ ყველა ეს დოკუმენტი საბუღალტრო პროგრამა ორისში; როგორ დავარიცხოთ ხელფასები და როგორ უნდა შევავსოთ განაცემთა ინფორმაცია; რა არის საგადასახადო კოდექსი; რა გადასახადებია სავალდებულო არსებულ კოდექსში; რა განაკვეთებია დღევანდელი კოდექსით დადგენილი და როგორ უნდა დავიცვათ ზუსტი საგადასახადო ნორმები.
კურსის ხანგრძლივობა 3თვე.თვე. (სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია დროის შემცირება ან გაზრდა)
ერთი თვის ღირებულება: 200 ლარი. კვირაში 3-ჯერ 2-3 საათი. საღამოს საათებში.გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი
წარმატებულ კურსდამთავრებულებს გავუწევთ რეკომენდაციას.
მის: მ.კოსტავას 21; anageli@mail.ru www.bugalteria.ge www.anageli.ge 555 427 427

აღრიცხვა და გადახდები, ურთიერთობა სახელმწიფო სტრუქტურებთან საბუღალტრო და საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებით

$
0
0

• ურთიერთობა სახელმწიფო სტრუქტურებთან საბუღალტრო და საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებით
• გადასახადების ზუსტი კალკულაცია.
• სახელფასო გაანგარიშებები,უწყისების გამზადება.
• საბუღალტრო ამონაწერებისა და ბრუნვითი უწყისების გამზადება/მიწოდება;
• საშემოსავლო, დღგ-ს, მოგების და ქონების გადასახადების დათვლა — დეკლარირება.
• საბანკო ამონაწერის, სალარო აპარატისა და დამკვეთის მიერ მოწოდებული
ინფორმაციის შეჯერება,დაზუსტება, გადამოწმება.
• შემოსული ზედდებულებისა და ფაქტურების, აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში.
• ფიზიკური პირების საშემოსავლო გადასახადის, წლიური დეკლარაციის შედგენა და გაგზავნა;
• ინდ/მეწარმე — ბრუნვისა და გაცემული ხელფასების მიხედვით ყოველთვიური წლიური დეკლარაციის შედგენა — დეკლარირება.
• ზედმეტად, შეცდომით გადახდილი გადასახადების სხვა გადასახადების ანგარიშში ჩათვლისათვის,
საჭირო ფორმების შედგენა და ჩაბარება.
• ინტერნეტ ბანკით ხელფასების, გადასახადებისა და სხვა დავალიანებების გადახდა.
გადახდები ხდება უშუალოდ დამკვეთის მიერ ან მინდობილობით

მის: მ.კოსტავას 21; anageli@mail.ru www.bugalteria.ge www.anageli.ge 555 427 427


ბუღალტერიის მოწესრიგება, გთავაზობთ საბუღალტრო აღრიცხვის აღდგენას საქმიანობის საწყისი პერიოდიდან.

$
0
0

პირებს, ორგანიზაციებს რომელთაც არ აქვთ საბუღალტრო პროგრამა,
არ აქვთ ნაწარმოები საბუღალტრო აღრიცხვა, ან ორგანიზაციაში საბუღალტრო აღრიცხვის ხარისხი დაბალია
გთავაზობთ საბუღალტრო აღრიცხვის აღდგენას საქმიანობის საწყისი პერიოდიდან.
შემოწმდება სრულად;
- წინა წლებში გადაგზავნილი დეკლარაციები,
- პირველადი დოკუმენტაცია, ბრუნვითი უწყისები და სხვა.
- გადასახადების კალკულაცია:
- ანგ/ფაქტურები, ჩათვლილი, გადახდილი/გადასახდელი დღგ.
- ხელფასების დარიცხვა — საშემოსავლო გადასახადები.
- ხარჯების დაზუსტება (საბუთების აღდგენა, მოძიება, შედგენა)
- წლიური ბალანსი: მოგება (დივიდენდის განაწილება)
- ქონება — ძირიტადი საშვალებები. ცვეთა და ამორტიზაცია. საავანსოები.
● შევადგენთ და მოვიძიებთ დაკარგულ საბუთებს.
● სრულად გამოვასწორებთ დაშვებულ შეცდომებს.
● დავაზუსტებთ დეკლარაციებს.
● არ გექნებათ გადასახდელი ჯარიმები.
● შესაბამისად შესაძლებელი ხდება ზედმეტად გადახდილი თანხების დაბრუნება.
● სრული ინფორმაცია-დოკუმენტაცია დამუშავდება ბუღალტრულ პროგრამაში.

მსურველებს შეეძლებათ წაიღონ დაარქივებული მასალა (ბუღალტრული პროგრამა)
ფასები განისაზღვრება არსებული დოკუმენტაციის (საბუთების) მიხედვით

მის: მ.კოსტავას 21; anageli@mail.ru www.bugalteria.ge www.anageli.ge 555 427 427

საბუღალტრო კომპანია „ანაგელი“ ტენდერებში მონაწილეობის მსურველებს გთავაზობთ დახმარებას სახელმწიფო შესყიდვების საიტზე

$
0
0

საბუღალტრო კომპანია „ანაგელი“ ტენდერებში მონაწილეობის მსურველებს გთავაზობთ დახმარებას სახელმწიფო შესყიდვების საიტზე (www.procurement.gov.ge) გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობაში
§ მოგიმზადებთ სატენდერო დოკუმენტაციას;
§ დაგეხმარებით ტენდერში მონაწილეობის პროცესში (ვაჭრობაში)
§ ხარჯთაღრიცხვა, ფორმა 1, ფორმა 2, ფორმა 3.
§ სამუშაოების დაწყებისა და დასრულების გეგმა გრაფიკი
§ დოკუმენტაციების შედგენა თქვენი ორგანიზაციის სახელით
შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი, რეკვიზიტები სარეკომენდაციო წერილი და სხვა აუცილებელი დოკუმენტაციის შედგენა ატვირთვაში.

მის: მ.კოსტავას 21; anageli@mail.ru www.bugalteria.ge www.anageli.ge 555 427 427

ორგანიზაციებსა და ინდ/მეწარმეებს გთავაზობთ; სრულ საბუღალტრო მომსახურებას;

$
0
0

საბუღალტრო დოკუმენტაციის დამუშავება საბუღალტრო პროგრამაში;
საგადასახადო დეკლარირების უზრუნველყოფა;

● სასარგებლო რჩევები და რეკომენდაციები.
● ხელშეკრულებები (შედგენა/მოწესრიგება)
● საწარმოს შემოსავლები რეალიზაცია — მომსახურება (ინვოისების, ზდდ. ანგ.ფაქტ. გაწერა)
● ბრუნვითი უწყისი.სალაროს/ ბანკის დაპირველადი დოკუმენტაციის მოწესრიგება;
მუშავება. შემოსავალ-გასავლის ორდერი
● ხელფასების დაანგარიშება/ უწყისი (ხელფასები და მასთან გათანაბრებული განაცემები)
● საშ/ დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაცია (განაცემთა ინფორმაცია,ჩათვლები/გადახდები)
● სასაქონლო ზედდებული, ანგ/ფაქტურები (მარაგები/საწყობის-კონტროლი)
● საწარმოს ხარჯების გაშიფრვა (ყოველთვიურად)
● მოგების/ქონების გადასახადი, წლიური დეკლარაცია
● ინდმეწარმის /ფიზ პირების წლიური დეკლარაცია
● პერიოდულად ხდება საბუღალტრო ჩანაწრების შიდა აუდიტი
მოგაწვდით ინფორმაციას კომპანიის მდგომარეობის შესახებ.
სრული კონფიდენციალობა. რაც ძალზედ მნიშვნელოვანია.

თქვენთვის ყოველთვის გვაქვს დრო!

ბუღალტრული საქმიანობა წარმოებს ჩვენს ოფისში, რაც საშუალებას გვაძლევს
მეტი ყურადღება დავუთმოთ ჩვენს სამუშაოს.
მის: მ.კოსტავას 21; anageli@mail.ru www.bugalteria.ge www.anageli.ge 555 427 427

მედიის როლი სახელმწიფოს განვითარების პროცესში

$
0
0

სატელევიზიო მედიას სახელმწიფოს დემოკრატიული მოწყობის პირობებში დიდი პასუხისმგებლობა აკისრია. იმ ბერკეტთა არარელევანტური, გნებავთ ტენდენციური გამოყენება კი, რომელიც მას გააჩნია, ქვეყანაში ნეგატიური პროცესების განვითარების წინაპირობას წარმოადგენს.
მედიის როლსა თუ მის ფუნქციებზე საუბრისას, უპირველესყოვლისა არ უნდა დაგვავიწყდეს საზოგადოების უფლება, მიიღოს სრული, მიუკერძოებელი და ობიექტური ინფორმაცია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ამ თვალსაზრისით, საზოგადოებრივი აზრზე გავლენა და მისი ფორმირების შესაძლებლობა, მედიის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ბერკეტს წარმოადგენს, რომელიც კერძო პოლიტიკური, ან სხვა სახის ანგაჟირებულობის შემთხევაში საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს სტაბილობას და აფერხებს მისი განვითარების შესაძლებლობას. იმ შემთხვევაში თუკი რომელიმე მედია საშუალება მხარეს შეუზღუდავს საკუთარი პოზიციის საჯაროდ დაფიქსირების უფლებას და ამის ფონზე მხოლოდ მის ოპონენტს გააშუქებს, ეს გამოხატვის სხვა, უფრო რადიკალური ფორმების გაჩენას შეუწყობს ხელს.
საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობის გაუცნობიერებლობა, რომელიც შესაძლოა მედიის, რომელიმე ჯგუფისადმი მიკუთვნებულობამ და მისი პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გამოყენებამ წარმოშვას ქმნის ამავე საზოგადოების წევრთა შორის კონფლიქტის წარმოშობის რისკსაც.

განსხვავებით ქართული საინფორმაციო ტელესივრცისგან , სადაც საინფორმაციოს გამოშვებებში მოვლენები მთელ რიგ შემთხვევებში მიკერძოებულად შუქდება, დასავლურ დემოკრატიებში ეს პრობლემა მოხსნილია. მაგალითისთვის: დიდ ბრიტანეთში -BBC საინფორმაციო მაუწყებელი ინარჩუნებს პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს, შესაბამისად მის საინფორმაციო გამოშვებებში პროცესები დაბალანსებულად და მიუკერძოებლადაა გაშუქებული.
ზევით დასავლურ სატელევიზიო მედიაზე საუბრისას, რომელიც ამ სფეროს ქართულ რეალობას შევადარეთ, ამ უკანასკნელის ხარვეზებზე იყო ხაზი გასმული.
2014 წლის ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით, გაეროსა და ევროკავშირის ეგიდით დაფინანსებული პროეტის ფაარგლებში არასამთავრობო ორგანიზაცია- CRRC_მა ქართული ტელეკომპანიების ნაწილის საღამოს მთავარი საინფორმაციო გამოშვების მონიტორინგის შედეგად რამდენიმე ძირითადი ტენდენცია გამოავლინა, კერძოდ, კვლევა მოიცავდა ტელეკომპანიების; მაესტროს, ტვ3_ის, რუსთავი2_ის და ტელეკომპანია კავკასიის მიერ გაშუქებულ სიუჟეტთა შედარებით ანალიზს. შეფასებისას კი ნათქვამია, რომ დანარჩენი ტელემაუწყებლები, გარდა რუსთავი2_ისა მეტად დაბალანსებულ ინფორმაციას გადმოსცემდნენ და მათგან კრიტიკული სიუჟეტები თანაბრად მზადდებოდა, როგორც ხელისუფლების ასევე ოპოზიციური ნაწილის მიმართაც. რუსთავი2_ის მხრიდან კი შედარებით მეტად შეინიშნებოდა მთავრობის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე უნდა ითქვას, რომ მედიისადმი სამოალაქო საზოგადოების ნდობა პრობლემატური საკითხია, მისი პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად გამოყენება კი ქვეყნისთვის მრავალი საფრთხის შემცველი. პრობლემათა აღმოსაფხვრელად, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის შესანარჩუნებლად, დემოკრატიულ ფასეულობათა დაცვისთვის თუ სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცესების ხელშეწყობის მიზნით, მედია ვალდებულია; მიიღოს საზოგადოების ჯანსაღი კრიტიკა, რეზონანსულ საქმეებზე, მიუხედავად მხარეთა პოლიტიკური წონისა, თანაბრად მისცეს მათ პოზოციის დაფიქსირები შესაძლებლობა და ამით პირველ რიგში გამოხატოს ჟურნალისტური ეთიკის, შემდგომ კი საზოგადოებისადმი პოზიტიური დამოკიდებულება.

გზა ალტერნატივის გარეშე

$
0
0

ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება.
ისტორიულად, რთულ გეოპოლიტიკურ სარტყელში მოქცეული ჩვენი სახელმწიფო, არაერთხელ გამხდარა გარეშე ძალების მხრიდან თავდასხმის ობიექტიც.
ნებისმიერი იმპერია, რომელიც ლახავდა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ სუვერენიტეტს და ცდილობდა საქართველო მინიმუმ ვასალ სახელმწიფოდ ექცია, ყოველთვის იმ გეოსტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა, რაც მას დონირების საშუალებას მისცემდა მოწინაღმდეგეებთან ბრძოლაში.
დროის სვლასთან ერთად, ბუნებრივია იცვლებოდნენ დამპყრობლებიც, თუმცა ყოველი მათგანის პოლიტიკური ინტერესები, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კვლავაც უცვლელი რჩებოდა.
ის, რაც საუკუნეების წინათ ხდებოდა (ვგულისხმობ ძლევამოსილი სახელმწიფოების მხრიდან, შედარებით ბევრად უფრო პატარა და სუსტი ქვეყნების ჩაგვრას) დღეს ერთი შეხედვით საერთაშორისო მასშტაბითაა დაგმობილი. მაგრამ, ჩვენდა საუბედუროდ ეს ილუზია აღმოჩნდა, რასაც ადასტურებს — „ველიკო ძერჟაული“ რუსეთის დამოკიდებულება სუვერენული სახელმწიფოების მიმართ, რომელშიც რასაკვირველია საქართველოც იგულისხმება.
„ჩრდილოელი მეზობლის“ პირველი სრულმასშტაბიანი აგრესია, ჩვენ ჯერ კიდევ XIX საუკუნის დამდეგს — 1801 წელს ვიწვნიეთ, რა დროსაც მათ გააუქმეს საქართველოს სამეფო ტახტი, მისი კანონიერი მემკვიდრის ნაცვლად კი, მმართველის სახით, მათივე გენერალი მოავლინეს..
1801 წლიდან, 1917 წლამდე არსებულმა ცარისტულმა რეჟიმმა; გააუქმა ქართული სამართლის სისტემა და იგი რუსულ ყაიდაზე მოაქცია, დაიწყო ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის დევნა-შევიწროვება, მათთვის არასასურველი ყველა პირი გადასახლებულ იქნა ციმბირის უკაცრიელ მხარეებში, გაუქმდა მართლმადიდებლური ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი ავტოკეფალია, შემდგომ კი ჯერი ქართულ სამეფო-სამთავროებზეც მიდგა.
1917 წელს, როდესაც კომუნისტებმა რუსეთის სამეფო ხელისუფლება დაამხეს და მის სათავეში მოექცნენ, საქართველო კიდევ ერთხელ აღმოჩნდა. ამჯერად უკვე საბჭოთა რუსეთის კლანჭებში.
1918 წლის 26 მაისს, კანონიერ საფუძველზე აღდგენილმა დამოუკიდებლობამ 1921 წლის 25 თებერვლამდე გასტანა, თუმცა არც ამ დროის მცირე მონაკვეთში გვღირსებია კეთილდღეობა და განვითარების შესაძლებლობა. კომუნისტები აქტიურად ცდილობდნენ, ქვეყნის შიგნით, გარკვეული ანტისახელმწიფოებრივი ელემენტების წახალისებას და ამ გზით საქართველოზე რუსეთის იმპერიის დროინდელი კონტროლის აღდგენას.
1921-1991 წლები, ის პერიოდია, როდესაც „მოძმე რესპუბლიკების“ სისხლსა და ცრემლზე ნაშენი საბჭოთა იმპერია თავისი მზარდი გეოპოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებით, საფრთხეს უქმნიდა მსოფლიო მშვიდობას.
დროის ამ სამოცდაათწლიან მონაკვეთში, მათი მხრიდან განხორციელებულმა რეპრესიულმა პოლიტიკამ, შეიწირა ქართული ინტელიგენციისა და სამღვდელოების დიდი უმრავლესობა, შეიზღუდა: სიტყვის, პრესის, გამოხატვის თავისუფლება. იდეოლოგიამ მასების „ტვინის გამორეცხვის“ ბელადის კულტის და ტოტალური მორჩილების დამკვიდრებას შეუწყო ხელი.
დასავლეთის პროგრესული ნაწილი, წინ ვერ აღუდგა საბჭოთა რუსეთის სულ უფრო მზარდ ექსპანსიონიზმს, რადგან არ არსებობდა ფართომასშტაბიანი კონსოლიდაცია და მტკიცე პოზიცია მის წინააღმდეგ.
მნიშვნელოვანი გარდატეხა ძალთა ბალანსის გაწონასწორების თვალსაზრისით მხოლოდ II მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ გახდა შესაძლებელი.
მსოფლიო მშვიდობის, მდგრადი განვითარების და დემოკრატიული ფასეულობების დაცვისთვის 1949 წლის 4 აპრილს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნა გადადგმული, ვინაიდან ხელშეკრულების საფუძველზე, ათმა ევროპულმა და ორმა ჩდილოამერიკულმა სახელმწიფომ დააარსა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (NATO) დამფუძნებელთა მთავარ მოტივს, საბჭოთა კავშირის სულ უფრო მზარდ, დამპყობლურ პოლიტიკასთან ბრძოლა წარმოადგენდა.
მას შემდგომ, ნატო, როგორც სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი, პროგრესისა და განვითარების გზას დაადგა. წლების სვლასთან ერთად კი დღეის მდგომარეობით ოცდარვა სრულუფლებიან წევრ-სახელმწიფოს აერთიანებს.
საპირისპირო მოვლენები ვითარდებოდა საბჭოთა ბლოკში. თუ ნატო, სწრაფად პროგრესირებადი, აბსოლუტურად ნებაყოფლობითი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი გახლდათ, საბჭოთა რუსეთი, რეგრესის, განუვითარებლობის და ზოგადი თვალსაზრისით დეკადანსის გზას დაადგა, რაც საბოლოო ჯამში მისი დამხობით დამთავრდა- 1991 წელს.
პროცესების სწრაფი ტემპით განვითარებამ კიდევ უფრო დააჩქარა საბჭოთა კავშირში შემავალი თხუთმეტი რესპუბლიკის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ჩამოყალიბება, რომლებიც თავის დროზე იძულებით იქნენ მასში გაწევრიანებულნი.
და სწორედ 1991 წლის 26 მაისს, ერთ-ერთმა ასეთმა რესპუბლიკამ, საქართველოს სახით, ხელმეორედ აღიდგინა ძალმომრეობით დაკარგული, ნანატრი თავისუფლება, ის უდიდესი მონაპოვარი, რომლისთვისაც არაერთი ქართველის სისხლი და ცრემლი დაიღვარა.
ყოველივე ზემოაღნიშნული, ისტორიული ექსკურსია იმის საილუსტრაციოდ თუ რა სირთულეებისა და გამოწვევების წინაშე იდგა ჩვენი ქვეყანა მისი არსებობის მანძილზე.
დღეს XXI საუკუნეა, ეპოქა, რომელიც კვლავ მრავალი ახალი გამოწვევებისა და სირთულეების წინაშე გვაყენებს. მიუხედავად მსოფლიოში განვითარებული მნიშვნელოვანი დემოკრატიული გარდატეხებისა, საქართველოს მიმართ მომდინარე საფრთხეები კვლავაც წინა პლანზე დგას, რომელსაც ისევ და ისევ „ჩრდილოელი მეზობელი“ გვიქმნის.
საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე, თანამედროვე რუსეთის სახით, ვერ შეჰგუებია სოციალისტური ბანაკის დაშლას. ახალი იმპერიალისტური ზრახვები კი კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ დესტრუქციულობას მსოფლიოს დემოკრატიულ ძალებთან მიმართებაში.
სუვერენული საქართველოს არჩევანი, გახდეს ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის სრულფასოვანი წევრი, უპირველესად მისი უსაფრთხოების დაცვითაა ნაკარნახევი. საყოველთაოდ ცნობილი, ნატოს ფუძემდებლური მეხუთე მუხლი კი რომელიც კოლექტიურ თავდაცვას გულისხმობს ამის მთავარი გარანტორია. (აღნიშნული მუხლი 2001 წელს მოქმედდა. „ტყუპებზე“ თავდასხმის დროს).
იმ ფონზე, როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოცი პროცენტი ოკუპირებულია, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახით, მას თან ერთვის მცოცავი ანექსია და საოკუპაციო საზღვართან ახლოს მცხოვრები ქართული მოსახლეობის ხშირი გატაცების ფაქტები, რაც მათი მხრიდან ცალსახად გამოხატული პროვოკაციული ნაბიჯია, რომელიც ისედაც მწვავე ვითარების გამიზნულ ესკალაციას უწყობს ხელს. აღნიშნული მოვლენები არაერთხელ გამხდარა საერთაშორისო დასავლური ორგანიზაციების უკიდურესი აღშფოთების მიზეზი, რომელთა ერთსულოვანი პოზიცია ღიად აფიქსირებს მიმდინარე პროცესებში რუსეთის პოლიტიკური ინტერესების არსებობას.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, რომელსაც ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში შემავალი სახელმწიფოები საქართველოს მიმართ გამოხატავენ, ეს ზემოაღნიშნული ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკაა რაც ხაზს უსვამს ჩვენდამი თანადგომას.
ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი რამაა, ვინაიდან, ნატოს რეკომენდაციების პირუთვნელად შესრულება გვაძლევს მრავალმხრივი განვითარების შესაძლებლობას ისეთ ფართო სპექტრში როგორიცაა: საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობით სამხედრო პირთა მომზადება, რაც ერთის მხრივ აამაღლებს ქვეყნის თავდაცვითუნარიანობას, მეორეს მხრივ კი ხელს შეუწყობს მის ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბებას.
კიდევ ერთი სიკეთე, რომელსაც ნატო-საქართველოს პარტნიორობა გვიქადის ქვეყნის შიგნით მიმდინარე ძირეულ გარდაქმნებს უკავშირდება, უფრო კონკრეტულად კი იგი გულისხმობს რეფორმებს მთელი რიგი მიმართულებით, როგორიცაა; სახელმწიფო ინსტიტუტების გამჭვირვალეობის ზრდა, სასამართლო სისტემის რეფორმირება, ჯანდაცვის, განათლების, ეკონომიკის გაჯანსაღება და მრავალი სხვა.
და ბოლოს, მთლიანად ტექსტში განხილული მოვლენებიდან გამომდინარე დასკვნის სახით, შეიძლება ის ითქვას, რომ ევროატლანტიკური კურსისკენ სწრაფვა, ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის ნების გამოხატულებაა, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია.

Viewing all 559 articles
Browse latest View live