Quantcast
Channel: POSTAD.GE »განცხადება
Viewing all articles
Browse latest Browse all 559

გიორგი ბაბუხადია: „რეპრესიული ნარკოპოლიტიკა უნდა დასრულდეს“

$
0
0

რეპრესიული ნარკოპოლიტიკა უნდა დასრულდეს, ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში მავნებლური ნარკოპოლიტიკაა და ის აუცილებლად ლიბერალიზაციისკენ უნდა წავიდეს, ნარკომომხმარებელი კრიმინალი არ არის, მიუღებელი და დაუშვებელია მისი დასჯა, მითუმეტეს წლობით ციხეში გამოკეტვა, არაჰუმანურმა სიატემამ უამრავ ადამიანს დაუნგრია ცხოვრება, სახელმწიფო მილიონებს ტყუილად ხარჯავს უაზრზო ნარკოტესტირებებში, რომლებიც ასევე არაჰუმანურია, ნარკომომხმარებელს დახმრება სჭირდება არა ბრძოლა, რეპრესიები, ციხეში ამოლპობა… ნარკოდამოკიდებული ადამიანები არ უნდა ისჯებოდნენ, სახელმწიფომ უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები მათ დასახმარებლად, ეს იქნება ფსიქოლოგიური დახმარება თუ მკურნალობა-რეაბილიტაცია, ასეთ ადამიანს ყოველივე ეს უფასოდ უნდა ჰქონდეს და შეეძლოს თავი დააღწიოს ნარკოდამოკიდებულებას, უმჯობესი იქნება თუ ხარჯები სწორედ აქეთკენ იქნება მიმართული, რათქმაუნდა ნარკოტიკი ცუდია, ჩვენ არ გავუწიოტ მას პროპაგანდა და დიახ უნდა მოვუწოდოთ დ ვასწავლოთ, განსაკუთრებით მოზარდებს რომ ის ცუდია, მავნებელი და არასდროს მოუნდეთ მისი გასინჯვა, თუმცა ასევე მავნებელია ალკოჰოლი და თამბაქოც, მისი მომხმარებელი თითოეული ჩვენგანი შეიძლება იყოს და ჩვენ ხომ არ გვეზღუდება უფლებები?! ასევე უნდა იყოს ნარკომომხმარებლების უფლებებიც დაცული, ვინც მოიხმარს ნარკოტიკს მათ პატივი უნდა ვცეთ და დავეხმაროთ, ისინი ჩვეულებრივი სრულფასოვანი ადამიანები არიან, დეკრიმინალიზაცია სულაც არ ნიშნავს ნარკოტიკის ლეგალიზებას, მისი შემომტანი, გამსაღებელი და გამავრცელებელი დაისჯება, თუმცა არა მომხმარებელი, ჩემთვის ასევე კატეგორიულად მიუღებელია მომხმარებლის დისკრედიტაცია და მის მიმართ მომდინარე გარკვეული აგრესია საზოგადოების გარკვეული წარმომადგენლების მხრიდან, ყველამ უნდა გაითავისოს რომ ნარკოდამოკიდებული ადამიანი ისეთივე სრულფასოვანი მოქალაქეა, როგორიც ყველა, მას აქვს ცხოვრების, არსებობის და სიცოცხლის უფლება, ციხეში კი თითოეულ ამ უფლებას საფრთხე ემუქრება, ეს ეხება საზოგადოების დამოკიდებულებასაც, თითოეული ადამიანის ვალდებულებაა მიიღოს და დაეხმაროს ნარკოდამოკიდებულ ადამიანს, რომ ის განთავისუფლდეს ამისგამ და არა საკუთარი აგრესიით ხელი შეუწყოს და უბიძგოს უარესის გაკეთებისკენ, ეს ეხება სახელმწიფოსაც, მან უნდა მოიახდინოს დეკრიმინალიზაცია და დახმარება გაუწიოს ასეთ ადამიანებს, ის ნარკოპოლიტიკა კი რომელიც დღესდღეისობოთ საქართველოში ფუნქციონირებს შემცირების ნაცვლად ზრდის ნარკომომხმარებელთა რაოდენობას და ამას კარგად ასახავს საქსტატის სტატისტიკებიც, გარდა ამისა ის ხელს უწყობს ადამიანების უდანაშაულოდ დასჯას და ხშირად სავალალოდაც კი სრულდება, არსებული ნარკოტესტირებებიც ასევე რეპრესიულია, გაუმართლებელია ადამიანი საათობით დააკავონ და აიძულონ მოშარდვა მხოლოდ გონივრული ეჭვის საფუძველზე, ასეთი ადამიანების 65%-ში ნარკოტიკის კვალს პოლიციამ ვერ მიაკვლია, განყოფილებაში კი ბევრ მათგანს ზეწოლის გადატანა მოუხდა, ეს უნდა დასრულდეს, უდანაშაულო ადამიანები არ უნდა ისჯებოდნენ, ნარკომომხმარებელი არ უნდა ისჯებოდეს, მას სჭირდება მკურნალობა, ამ მიზნისთვის უნდა იბრძოლოს სახელმწიფომ და დაეხმაროს მათ, დასჯა და ციხეში ამოლპობა მიუღებელია!
პ.ს. ღრმად ვარ დარწმუნებული ქართული ოცების ხელისუფლება ნარკოპოლიტიკას ჰუმანურს გახდის, მე სრულიად ვიზირებ პრემიერის და ოცნების ლიდერებოს მოსაზრებას ამ საკითხზე!


Viewing all articles
Browse latest Browse all 559

Trending Articles